ირინა ძამაშვილი

ირინა ძამაშვილი დაიბადა საქართველოში თბილისში 1977 წლის 8 იანვარს. მისი მამა ედუარდ ლაპკოვსკი, საქართველოში დაბადებული პოლონელი მხატვარი რომელმაც დაამთავრა სამხატვრო აკადემია და დაიმსახურა წოდება საქართველოს დამსახურებული მხატვარი. მთელი ბავშვობა ირინამ გაატარა კინოსტუდიაში სადაც მამა მუშაობდა მხატვარ დეკორატორად და ბავშვობიდან ეზიარებოდა ხატვას და დეკორაციების შექმნის პროცესს, ირინა სწავლობდა ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლაში და ასევე მოზარდ- ახალგარდობის ცენტრში, ბავშვობიდან შეისწავლა ისეთი დარგები როგორც ხეზე ჭრა, ჭედურობა, ქარგვა ფერწერა და გრაფიკა. პატარა ასაკიდან მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში და კონკურსებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1994-1999 წელს სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო აკადემია ხალხური რეწვის ფაკულტეტის განხრით "გობელენი" ბატონი გივი ყანდარელის ხელმძღვანელობით. ბოლო დროს მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგ გამოფენებში: "Art Friends'" ჯგუფური გამოფენები 2021-2022; 2021 - პიკასოს იუბილე, გალერეა 9, თბილისი; 2021-2022: 2021 - "დიალოგი ფერებთან" აბრეშუმის გალერეა, თბილისი; 2021 - "ხელოვნების მეჯლისი" მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო კულტურის ცენტრში "მუზა".
2022 - ქართულ- სომხური გამოფენა- კონკურსი, მიძღვნილი სერგო ფარაჯანოვის იუბილეს, რომელიც ჩატარდა თბილისის საკრებულოში ქართველ- სომეხთა კავშირის ორგანიზებით. 2022 მარტი - სპანდან საერთაშორისო ონლაინ გამოფენა, ინდოეთი, გოა. დააჯილდოვეს სპანდან საერთაშორისო ჯილდოთი, როგორც საუკეთესო ნამუშევარი. 2022 აპრილში - "ფერთა ფილოსოფია" საქართველოს სახვით მუზეუმი, თბილისი. 2022 8-14 მაისი - "ხელოვნების საღამოები" ათენი, საბერძნეთი.
2022 - 26-29 სექტემბერი, მონაწილეობა მიიღო სპანდან გლობალ საერთაშორისო ინდო ქართული ართ ფესტივალში, იართ გალერეა, თბილისში. 2023 - ქართულ- სომხური გამოფენა კონკურსი, მიძღვნილი სერგო ფარაჯანოვის იუბილეს, რომელიც ჩატარდა ქართველ- სომეხთა კავშირის ორგანიზებით თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ჩატარებული აქვს 2 პერსონალური გამოფენა 2022 წლის 6-9 ოქტომბერს და 2023 წლის 11-14 მაისს, თბილისში აბრეშუმის გალერეაში. 2022 წლის 25-30 ნოემბერს ჯგუფური გამოფენა BDMC გალერეაში, პარიზში.
2023 წლის 16 მარტს მისი ნამუშევარი თემაზე "ფემიციდი" მოხდა საუკეთესო 20 ნამუშევარს შორის, რომელიც ჩატარდა საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში და დაჯილდოვდა სერტიფიკატით და სამახსოვრო საჩუქრით. კონკურსს ორგანიზაცია გაუწია და ჩაატარა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ. 11-14 მაისს ჩატარდა რიგით მე-2 პერსონალური გამოფენა სახელწოდებით "სიყვარულის ფერები" სადაც წარმოდგენილი იყო 50 ფერწერული ტილო.
2025 წლის აგვისტოს ჩაატარა პერსონალური გამოფენა თელავის ისტორიულ მუზეუმში. 1-14 მარტს პირველი პერსონალური გამოფენა უცხოეთში კერძოდ ესპანეთში. რომელს მოჰყვება კიდევ 2 გამოფენა ესპანეთის ცნობილ იახტ კლუბში და გალერეაში. 7-12 დეკემბერს 2025 წლის მისი ორგანიზებით დაიგეგმა და წარმატებით ჩატარდა ჯგუფური გამოფენა მარტყოფის ისტორიულ მუზეუმში.
აქვს შექმნილი 1000-ზე მეტი საინტერესო და ორიგინალური ნამუშევრები, რომლებმაც დაიმსახურა ქართველ და უცხოური სპეციალისტთა და მნახველთა დიდი ინტერესი. ირინას ნამუშევრები გამოირჩევა ფერთა სიმრავლით და დეკორატიული ელემენტებით, მან შეიმუშავა საავტორო ტექნიკა შავ ტილოზე რომლითაც აქვს შესრულებული თბილისის ქუჩების ხედები. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ: ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ინდოეთში, იტალიაში, რუსეთში და ავსტრალიაში.